ბათუმში ორ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში 12 წლის ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, დამატებითი დეტალები კი ცნობილი მოგვიანებით გახდება.