ბათუმში ორგანიზაცია "ალტერნატივა" საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან "სირცხვილის კორიდორი" მოაწყეს. ორგანიზაცია "ალტერნატივის" წევრები, რომელიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან' არიან დაკავშირებული, ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვენ. 

მათ მოთხოვნებშია ცესკო-ს თავმჯდომარეს გადადგომა და დაუბალანსებელი ბიულეტენების ჩასწორება. 

შენობის შესასვლელთან ჩართულია მუსიკა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო", "გამყალბებლებო", "სირცხვილია".