ბათუმში ორი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში ორი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილია ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ, მე-19 სართულიდან გადმოხტა, ან გადმოვარდა, ქალის ცხედარი კი, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.

მეზობლების თქმით, გვიან ღამით, სადარბაზოში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს და ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით დაიღუპა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.