ბათუმში, "ოცნების ქალაქში" ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, "ოცნების ქალაქში" ორ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.