ბათუმში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლერმონტოვისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ #27-ე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციას, საძირკვლის გამაგრებასა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა კედლების სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 794 ათას 990 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.