ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ძმებ წულუკიძეებისა და ჭელიძეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

დაკავებული სპორტსმენების მხარდასაჭერად თბილისიდან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები ჩავიდნენ.

მათი სასამართლო პროცესი 8 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ცნობისთვის, 7 პირი ნამახვანჰესის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.