ბათუმში საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა - დაკავებულია 5 პირი

ბათუმში, საოლქო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა. ამის მიზეზად სამართალდამცველების მიმართ გაწეული წინააღმდეგობა და მოთხოვნის უგულებელყოფა სახელდება. 

დემონსტრაციის დაშლის დროს 5 პირი ადმინისტრაციული წესით დააკაეს. მათ შორისაა მოძრაობა "ალეტრნატივას" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები, არჩევნების შედეგების გადახედვას,  ცესკო-ს თავმჯდომარეს გადადგომასა და დაუბალანსებელი ბიულეტენების ჩასწორებას მოითხოვდნენ.

ფოტო: "ბათუმელები"