ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მე-10 სართულზე მდებარე ბინაში ელექტრო-ლეიბის გაუმართაობის მიზეზით ცეცხლი საძინებლის ოთახს მოედო. 

ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი და ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლო.