ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.