ბათუმში სავაჭრო ცენტრს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ავტომობილი შეეჯახა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ვიტრინას დაეჯახა.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ობიექტის შესასვლელი კარი. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან .