ბათუმში, შტორმის შედეგად ბულვარის ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა

ბათუმში, ზღვაზე შტორმის გამო ახალი ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა. ზღვამ გამორიყა დიდი რაოდენობით სილა და ქვა-ღორღი, ხოლო რამდენიმე ადგილას მუნიციპალური მილები გასკდა, რის გამოც ტერიტორია დაიტბორა. ბათუმის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია "სანდასუფთავებისა" და "ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა. 

ქალაქის მერის თქმით, მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დასუფთავდეს ბულვარის ტერიტორია და ზღვაში გამსვლელი არხები გაიწმინდოს.