ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

ბათუმში, ზღვაში შუახნის მამაკაცს ეძებენ. ბათუმის პლაჟზე სამაშველო ჯგუფი ცოტა ხნის წინ გამოიძახეს.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შევიდა შეტყობინება, რომ ზღვაში მამაკაცი გაუჩინარდა .

ამ ეტაპზე, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს სამი მყინთავი ეძებს.