ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შუახნის კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით, ზღვაში იპოვეს. 

შუახნის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამი მყვინთავი იყო ჩართული. მიმდინარეობდა წყლის ზედაპირის მონიტორინგი. 

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ახლობლების ინფორმაციით ის ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.