ბავშვებს დაზიანებული აქვთ ორივე მტევანი და სახე - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პიროტექნიკის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო მათ კლინიკაში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი ბავშვი რჩება. 

ბავშვებს დაზიანებები სახის არესა და კიდურებზე აქვთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სტაციონარში იმყოფება სამწუხაროდ 2 ბავშვი, 8 წლის და 9 წლის. მათ დამწვრობა აქვთ მიღებული პიროტექნიკის გამოყენებით შედეგად, დაზიანებული აქვთ ორივე მტევანი და სახის არე. ამჟამად იმყოფებიან დამწვრობის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში. სულ დაფიქსირდა 30 შემთხვევა, დიდ უმრავლესობას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მიეცათ რჩევა-დარიგება,"- აცხადებს გუგა ქაშიბაძე.