ბავშვებში სეზონური გრიპის შემთხვევების გამო მიმართვიანობა გაიზარდა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა. როგორც report.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, გრიპის ვირუსზე, ამ დროისთვის, 68 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე გართულება პნევმონიის დიაგნოზით.