კახეთში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც სამი წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.