BBC კავკასიური სოჭის უნიკალური თესლების შემგროვებელთა შესახებ ემოციურ სიუჟეტს აქვეყნებს

საქართველოს მთებში სოფლის მოსახლეობა კავკასიური სოჭის თესლების მოსაგროვებლად 50 მეტრის სიმაღლის გიგანტურ ხეებზე ადის და სიცოცხლის რისკის ფასად ძვირფას თესლს აგროვებს. საქმიანობა საკმაოდ სარისკოა და ხეზე ასვლა სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, თუმცა დამცავ ეკიპირებას ყველა არ იყენებს, რაც ხშირად ტრაგედიით სრულდება. სოჭის თესლი ევროპის ბაზარზე გადის, სადაც ის საახალწლო ნაძვის ხეებად გადაიქცევა.