ბედნიერებაა, იყო მისი თანამედროვე - ირმა სოხაძე

ქართველ ენათმეცნიერ და ფილოლოგ მზექალა შანიძეს 95 წელი შეუსრულდა. 

ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში მას დაბადების დღეს ულოცავს და ამბობს, რომ ბედნიერია იცნობდეს და იყოს მისი თანამედროვე.

"დღეს უდიდეს ქართველ მეცნიერს, ქალბატონ მზექალა შანიძეს 95 წელი შეუსრულდა რთულია, მოძებნო ამ რანგის და მასშტაბის პიროვნებისთვის შესაფერისი სიტყვები და ეპითეტები, მხოლოდ იმას ვიტყვი- ბედნიერებაა, იყო მისი თანამედროვე, მით უფრო, გქონდეს პატივი, პირადად იცნობდე მას!
ჩვენო უძვირფასესო ქალბატონო მზექალა, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, სიმშვიდე და ყველა სიკეთე! ძალიან გვიყვარხართ და გვეიმედებით",
- წერს ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.