ბელგია საქართველოს "ასტრაზენეკას" ვაქცინას აჩუქებს

ბელგია საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინას საჩუქრად გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბელგია წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებისთვის 4 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყოფას გეგმავს.

თავდაპირველად ბელგია უკრაინას 168 000 დოზას გაუგზავნის, შემდეგ ეტაპზე კი 225 600-ს - საქართველოს, სომხეთსა და კოსოვოს.