ბელგიამ საქართველოს საზღვარი დროებით ჩაუკეტა

ბელგიამ საქართველოს საზღვარი ჩაუკეტა. ამის მიზეზად კორონავირუსის ახალი, დელტა შტამის გავრცელება სახელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში მოუხადა 24 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ. საქართველოსთან ერთად ამ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთიც მოხვდა. 

მთავრობის განცხადებით, რეგულაციები დროებითია და ტურისტები ბელგიაში დაბრუნებას ქვეყნებში კოვიდ-ინფიცირების შემცირებული შემთხვევების შემდეგ შეძლებენ.