ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფრსის, ოთარ კერესელიძის თქმით, ხანძრის დროს 20-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის ოთხს ინტოქსიკაცია აღენიშნება.

,,ბელიაშვილის 38 ნომერში იყო ხანძარი, ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ძლიერი დაკვამლიანება იყო პირველ სართულზე, სარდაფში, საიდანაც წარმოიშვა ზედა სართულებზე დაკვამლიანება. დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, გამოყვანილი არის 20-მდე მოსახლე, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ოთხ მოსახლეს მიღებული აქვს მცირე ინტქოსიკაცია, რომელთაც სასწრაფო ადგილზე უწევს დახმარებას. ხანძარი ლიკვიდირებულია",- განაცხადა ოთარ კერესელიძემ. 

მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.