ბენზინგასამართ სადგურთან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მოქალაქეებმა სამართალდამცველები გამოიძახეს, რის შემდეგაც ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.