ბერა Tik-Tok-ზე ვიქტორ სანიკიძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - VIDEO

ბერა ივანიშვილმა Tik-Tok-ზე კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას დიჟონში, ესტუდიანტესში, თბილისის დინამოში, ტარტუში, ვირტუსში, მონტეპასკიში, სარაგოსაში, უნიქსში, ანკარასა და არისში უთამაშია. 2004 წლის NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია, თუმცა NBA-ში თამაში არ მოუწია.  2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზეც ითამაშა.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე Tik-Tok-ზე 17 აპრილს დარეგისტრირდნენ და მას შემდეგ ოჯახურ ვიდეოებს ხშირად გვიზიარებენ.