ამინდი-9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება.

ნალექია მოსალოდნელი ბათუმშიც, ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება. ზუგდიდში კი +23 გრადუსია ნავარაუდები.

+24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ქუთაისში.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, ჰაერის ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში +26 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი ამინდი იქნება მესტიაში, სადაც ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +20, ბახმაროში კი +17 გრადუსი იქნება.