"ბევრად განსხვავებული იქნება არსებულებისგან" - რას გეგმავს გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ღოღობერიძე წერს, ის საავტორო სამედიცინო გადაცემის შექმნას გეგმავს. 

"საავტორო სამედიცინო გადაცემის შექმნას ვგეგმავ, რომელიც, თავისი არსით, ბევრად განსხვავებული იქნება არსებულებისგან.

საჭიროებს ტრანსპორტს, გადამღებთა ჯგუფს.

თუ რომელიმე არხს აქვს თანამშრომლობის სურვილი, აქ ვარ.

დეტალებს პროდიუსერებთან გავივლი", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.