ბიძინა ივანიშილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციელები დემონსტრანტებს ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მისვლის უფლებას არ აძლევენ. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. 

"ხედავთ რამხელა მობილიზება აქვს პოლიციას, კედლებსაც კი იცავენ, რომ რამე არ დავწეროთ, მაგალითად - თავისუფლება მიშას. აქციები იქნება კანონის ფარგლებში - მწვავე ძალიან, ყოველდღე, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ეს არის სირცხვილი, რომ ზოგადად პატიმარია ეს ადამიანი და ბიძინა ივანიშვილი სასახლეში წამოწოლილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაღუპა" , - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ნარსიამ.