ბიძინა ივანიშვილის სახლთან სიტუაცია დაიძაბა

ბიძინა ივანიშვილის სახლთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ, დემონსტრანტებს საშუალება არ მისცა კედელზე წარწერები გაეკეთებინათ. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ეს აქციის მონაწილეების მხრიდან იერსახის დამახინჯებაა რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. 

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეზე დაწერეს : "შეცვალე" და"წადი სირცხვილია".