ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეები მივიდნენ

პარტია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეების ნაწილი მივიდა. ისინი ამბობენ, რომ სურთ ხალხის ხმა ივანიშვილს მიაწვდინონ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

აქციის მონაწილეების მეორე ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე, სადაც კარვებია გაშლილი. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები დასრულდა.