ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, რომლის საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა, სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი და იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება:

"- ფაიზერი, ასტრაზენეკა ბუსტერი 5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან.

- სინოფარმი/სინოვაკი ბუსტერი 3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან.- 12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა" - წერს კულუმბეგოვი.