მოპედისა და ავტომობილის შეჯახებისას დაშავებული მოზარდების მდგომარეობა მძიმეა

ასპინძაში მოპედისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული 2 მოზარდი მკურნალობას თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში აგრძელებს. 

ისინი სამედიცინო დაწესებულებაში თავის ტვინის დაზიანებებით შეიყვანეს.

ექიმების შეფასებით, 12-13 წლის ბიჭების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,- ამის შესახებ report.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, მოზარდები კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობენ.

ასპინძაში მოპედისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 მოზარდი გუშინ დაშავდა. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.