,,ტორპედოს" შეძენით ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენით რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფი დაინტერესდა.

საფეხბურთო კლუბის დროებითი მმართველის, თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, „ტორპედოს“ შეძენის სურვილი, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს.

არსებული ინფორმაციით, კლუბის ვალის გასტუმრება ახალ ინვესტორს მოუწევს, რათა გუნდს დავალიანების გამო ეროვნული ლიცენზია არ ჩამოართვან.

3-მილიონიანი დავალიანების გასტუმრებაზე ქუთაისის მერიასა და „ტორპედოს“ იურიდიულ მფლობელს, ზაზა ჩაჩავას შორის დავა ისევ გაგრძელდება.

ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც ქუთაისის "ტორპედო" 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.