ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სახელდება

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სახელდება, რადგან გარდაცვლილის მანქანაში მედიკამენტები აღმოაჩინეს. 

თუმცა, ოჯახის ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, კონკეტულად რომელ მედიკამენტებზეა საუბარი.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.