ბობოყვათში ავარიას 60 წლის კაცი ემსხვერპლა

ბობოყვათში ავარიას 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებულია მანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. ის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.