ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 7 არასრულწლოვანი. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. საყურადღებოა 9 პაციენტის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი 370-ს აღწევს. პაციენტების რაოდენობა 22-ით გაიზარდა.