ბოდბისხევში მანქანა ხევში გადავარდა - დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 32 წლის კაცი დაშავდა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი ჯერ წნორის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადმოიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების, ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.