ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ბოლო 24 საათში 20 ადამიანი გარდაიცვალა. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. 

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 და კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 273 გარდაცვალების შემთხვევა," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.  

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის1,709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 35 567-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16 904 -ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 273 ადამიანი.