ბოლო ,,პროფილი" რუსთავი 2-ზე - მაია ასათიანი თანამშრომლებს დაემშვიდობა - VIDEO

,,რუსთავი 2-ის" ეთერში ,,პროფილის" ბოლო გადაცემა გავიდა. თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი არხის მაყურებელს და თანამშრომლებს ემოციურად დაემშვიდობა. 

,,პირველად ვეღარ გეტყვით ხუთშაბათამდე, მაგრამ ეს დასასრული არ არის ... ჩემი ცხოვრების 20-წლიანი ისტორია ,,რუსთავი 2-ზე" დასრულდა. ახლა მივდივარ ახალი ტელე ისტორიის დასაწერად", - აღნიშნა მაია ასათიანმა მონოლოგში.