"ბორისპოლის" აეროპორტში თბილისი-კიევის რეისზე ბომბს ეძებენ

უკრაინაში "ბორისპოლის" აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ, 

უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები თვითმფრინავიდან გამოყვანილებს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ.

თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია, ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს.