ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს, ასევე, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც და სიტუაცია კონტროლირებადია.