"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები აქცია-მსვლელობას მართავენ

კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ. ამ წუთებში ისინი აქცია-მსვლელობას მართავენ და ბორჯომის პირველი ქარხნიდან, მეორე ქარხნამდე ფეხით მიდიან.

აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მათი თქმით, არ დანებდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, გუშინ კომპანიამ ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა