ბრიტანეთის პოლიციამ 150-კაციანი ქორწილი აღკვეთა

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, სტემფორდ ჰილის რაიონში პოლიციელებმა ასობით ადამიანის თავყრილობას მიაკვლიეს. გაირკვა, რომ ფარდებჩამოფარებულ შენობაში 400-კაცი იმყოფებოდა სტუმრად. ინფორმაციას სააგენტო REUTERS ავრცელებს. 

ქვეყანაში მოქმედი ამჟამინდელი რეგულაციებით ქორწინების ცერემონიალზე მხოლოდ 6 ადამიანის დასწრებაა ნებადართული.

სააგენტოს ცნობით, ქორწილის ორგანიზატორებს 10 000 ფუნტ სტერლინგამდე, ხოლო კიდევ 5 ადამიანი 200 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს.