საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195 გახდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 39-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში - 4735, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 2 ადამიანია გარდაცვლილი.