ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდება

თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: 

გაზის მიწოდება შეწყვეტილია: ჩუღურეთის რაიონი: ივეთუბანი, სანერგე მეურნეობა, მახათას მტა, ბარაკონი, გურამ გაბისკირიას ქუჩა. ნაძალადევი: სანერგე მეურნეობა.

კომპანიის ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდება 26 ნოემბერს, 18:30 საათზე შეწყდა და 27 ნოემბრის 16:00 საათზე აღდგება.