ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.  

ინტოქსიკაციის შემთხვევა ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე დაფიქსირდა. 

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.