,,მოსალოდნელია ღვარცოფი" - გზებზე აკრძალვებია

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, უხვის ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ადიდდა ხევები, მოსალოდნელია ღვარცოფი. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.