ჩაიკეტება თუ არა ხელმეორედ თბილისი - მთავრობის განმარტება

20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადებას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

"სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება," - ნათქვამია განცხადებაში.