ჩაილურში მომხდარი ავარიის დროს ქალი დაიღუპა

ჩაილურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელში ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

მოტოციკლის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.