ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.