ჩაქვში მეწყერი ჩამოწვა

აჭარაში, დაბა ჩაქვში, სოფლის შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე, მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მიმდინარეობს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მიმართულებით რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. მეწყრული პროცესების შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ქობულეთის მერიაში eport.ge-ს განუცხადეს, მეწყერის შესახებ ამ ეტაპზე მათთან განცხადება არ შესულა.