ჭაში ჩავარდნის შედეგად დაღუპული კაცის შვილიც გარდაიცვალა

გურჯაანში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, უგონო მდგომარეობაში მყოფი 40 წლის კაცი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა ცოტახნის წინ სოფელ ბაკურციხეში მოხდა. გზის პირას მდებარე ჭაში, წყლის სისტემის გადასართავად ჩასული 62 წლის კაცი უჟანგბადობის გამო ადგილზე დაიღუპა.

მამის დასახმარებლად ჭაში მისი 40 წლის შვილი ჩავიდა, რომელიც ასევე შეუძლოდ გახდა და სავადმყოფოში შეყვანისას გარდაიცვალა